მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში 720 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა სრულდება

მშენებლობა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სამი, 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, 720 დევნილი ოჯახი ახალ ბინებს მიიღებს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 77 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზეც. ჯამში, რამდენიმე თვეში, ქუთაისში, სრულად გარემონტებული ბინა 1040 ოჯახს გადაეცემა.

დევნილთა განსახლების ახალი პროგრამა, 2023 წელს დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში ერთდროულად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს. მათ შორის თბილისში ისნის რაიონში 2,400 ოჯახისთვის შენდება საცხოვრებელი უბანი, რომლის მშენებლობის ღირებულებაც 244 მილიონი ლარია. პროექტს მთავრობის დაკვეთით კომპანია ანაგი აშენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები