ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან შეხლა-შემოხლისას 2 დემონსტრანტი დაშავდა.
როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, დაშავებულები რამდენიმე წუთი პოლიციელთა ალყაში იყვნენ. ადგილზე მყოფი მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმი.

























