ქუთაისში რუსთაველის 4 ნომერში დაახლოებით 100 000-ლარიანი ინვესტიციით ახალი რესტორანი “ეპოქა“ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს ქართულ ტრადიციულ კერძებს ევროპული სერვირებით სთავაზობს.
როგორც „ეპოქას“ დირექტორმა მაკა გაბარაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, რესტორანში 10 მაგიდაა განთავსებული და ერთდროულად ჯამში 60 სტუმრის მასპინძლობაა შესაძლებელი. მისივე თქმით, რესტორანი 12 ადამიანს ასაქმებს.
"„ეპოქაში" მოსულ სტუმრებს ქართული კერძებით გავუმასპინძლდებით, გვაქვს ძველი აღდგენილი რეცეპტებიც, ეს ყველაფერი კი ევროპული სერვირებით, რაც შეეხება პანდემიის პერიოდში ოპერირებას, ჩვენი რესტორნის ტიპი რეგულაციებთან თანხვედრაშია, ჩვენთან ქორწილები, დიდი სუფრები და დაგეგმილი ღონისძიებები არ ტარდება, აქედან გამომდინარე, პანდემიის მხრივ თუ კიდევ არ გართულდა სიტუაცია რესტორანს არსებული რეგულაციები ხელს არ უშლის. ჩვენი სამომავლო გეგმა გაფართოებაა, გვაქვს მეორე სივრცეც, რომლის საშუალებითაც მაგიდების რაოდენობა 10-დან 25-ამდე გაიზრდება“ - აცხადებს „ეპოქას“ დირექტორი.

























