ქუთაისში, ქალაქის ცენტრში 17–ნომრიანი სასტუმრო “მემუარი” გაიხსნა. მემუარი დამსვენებელს განთავსების გარდა საუზმეს, სადილსა და ვახშამს, ასევე ღვინის ოთახს სთავაზობს.
როგორც bm.ge-სთან განთავსების ობიექტის მენეჯერი მარიამ არჯევანიძე აღნიშნავს, სასტუმროსთვის ჯამში $1 მლნ მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა და “მემუარი” ამ დროსითვის 10 ადამიანს ასაქმებს.
“მემუარმა პირველ დამსვენებელს უკვე უმასპინლა. სასტუმრო 17 სხვადასხვა ხასიათის, ისტორიისა და ფერის ნომრებს, ძველი ქუთაისელი ოჯახების სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებს, აერთიანებს. დამსვენებელს განთავსებასთან ერთად, საუზმეს, სადილსა და ვახშამს ვთავაზობთ. გარდა ამისა, გვაქვს ღვინის ოთახი, რომელიც ყველა დამსვენებლისთვის ღიაა.
რაც შეეხება განთავსების ღირებულებას არასტაბილურია და ის სეზონზეა დამოკიდებული” - ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო რუსეთ–უკრაინის ომის გამო საქართველოში დარჩენილ უკრაინელებს უსასყიდლოდ განთავსებასაც სთავაზობს.

























