მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში ჩატარებულ იდეათონში, სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ახალგაზრდების ფავორიტი გუნდი დაასახელა

ენერგოპრო
03.04.24 12:37
242

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, გამართულ ახალგაზრდების იდეათონში, ერთ-ერთი გამარჯვებული, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრო ინჟინერიის ფაკულტეტის გუნდი გახდა. იდეათონის ჟიურის ერთ-ერთი წევრი სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის მთავარი ინჟინერი ფრიდონ ახალაძე იყო.

კომპანიის განსაკუთრებული მოწონება სწორედ აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიმსახურეს, რომლებმაც ჭკვიანი, მულტიფუნქციური სკვერის იდეა წარმოადგინეს. აღნიშნული იდეის შემდგენელი ნაწილი იყო გარე განათების, პარკირების სისტემის, ხანძრის საწინააღმდეგო, ნარჩენების ურნის და მოლაპარაკე ისტორიული ძეგლების ჭკვიანი მოწყობილობების სისტემები.

,,აუცილებელია ახალგაზრდების იდეების მოსმენა და მხარდაჭერა. ახალი თაობა მოდის და მართლაც ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იდეები მოაქვს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება“, - განაცხადა ფრიდონ ახალაძემ.

,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ პრიზები გადასცა როგორც მის ფავორიტ გუნდს, ასევე კომპანიის იმერეთის რეგიონის ქვესადგურის მორიგეს ზურაბ გერაძეს, რომელიც ასევე მონაწილეობდა იდეათონში, მან ნარჩენების ჭკვიანი ურნის იდეა წარმოადგინა. იდეათონში მონაწილეობის მიღება 14-დან 30 წლამდე ყველა ახალგაზრდას შეეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები