მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში, მიმდინარე წელს ახალი სასტუმრო იხსნება - რას სთავაზობენ მომხმარებლებს?

სასტუმრო

ქუთაისში, ისტორიულ უბანში, ახალი წლისთვის ახალი სასტუმრო იხსნება. ამის შესახებ სასტუმროს დამფუძნებელმა, ქრისტინე მესხაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

მესხაძის ცნობით, ისტორიულ უბანში 7 ერთმანეთისგან განსხვავებული ნომრის და კონცეფციის აპარტამენტების მოწყობა იგეგმება, რომელიც ახლა დასკვნით ფაზაშია შესული. მისივე თქმით, პროექტზე ერთი წელია აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც განსხვავებული კონცეფციის, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები იქნება.

„ამ ეტაპზე სასტუმროს სახელი არ აქვს. სახელი უკვე რამდენჯერმე შევცვალეთ, ამიტომ როცა დასრულდება და ვნახავთ, ამის მიხედვით მივხვდებით რა სახელი მოუხდება.

ერთი წელია პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც იქნება განსხვავებული კონცეფციის, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები. ის მოიცავს შვიდ დამოუკიდებელ აპარტამენტს, რომელიც გათვლილი იქნება ხანგრძლივი დროით დარჩენის მსურველთათვის. დარჩენა ხელმისაწვდომი იქნება ჯგუფებისთვის და ასევე ინდივიდუალური სტუმრებისთვის.

საწყისი კაპიტალის მოცულობა არის 200 000 ევროზე მეტი, რომელიც კრედიტის სახით, საფინანსო ორგანიზაციიდან არის აღებული. პირველ ეტაპზე ვგეგმავთ 10 თანამშრომლის დასაქმებას, სამომავლო გაფართოების პერსპექტივით. ხოლო, სასტუმროში განთავსებას შეძლებს დაახლოებით 25 ადამიანი. ეს იქნება ცენტრში, გამორჩეული ხედებით ქალაქის ისტორიულ უბანზე, რაზედაც ინდივიდუალურად ავაწყვეთ თითოეული აპარტამენტის კონცეფცია. მასში განთავსების ღირებულებას მაშინ განვსაზღვრავთ, როდესაც ის დასრულდება და გათვალისწინებული იქნება, იმ დროისათვის არსებული ბაზრის მდგომარეობა“,- აცხადებს დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოების მხოლოდ 60% არის შესრულებული და დასრულების კონკრეტული დროის თქმა ამ ეტაპზე არ შეუძლიათ.

რაც შეეხება კვებას, მომხმარებელს შეეძლება არჩევანის გაკეთება, ისარგებლოს სასტუმროს შეთავაზებით, ან თავად მოიმზადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები