მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში მცირე ზომის სატვირთო ტერმინალი აშენდება

მთავრობა ქუთაისში სატვირთო ტერმინალის მშენებლობას ისევ აანონსებს. საკითხი ამჯერად ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამაში მოხვდა, რომელიც ახალმა პრემიერმა დამტკიცებამდე პარლამენტს წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება და ასევე დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტები ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და საჰაერო ხომალდების ბაქანის გამტარუნარიანობის გასაზრდელად. „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აშენდება მცირე ზომის სატვირთო ტერმინალი რეგიონში არსებული საჰაერო სატვირთო პოტენციალის ათვისების მიზნით“, - ნათქვამია მთავრობის გეგმაში. რამდენად სწორად არის შერჩეული სატვირთო ტერმინალისათვის ქუთაისი და რას შეცვლის საჰაერო გადაზიდვების კუთხით ახალი წერტილის გაჩენა რეგიონში?

სტუმარი: რატი ძერია - EASY Charter-ის დირექტორი და დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები