ქუთაისში, ჰაულინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მზის პანელების საწარმო იხსნება.
საწარმო 500 მეგავატის წარმადობის პროდუქციას გამოუშვებს.
წარმოების დასაწყებად გერმანულ-მექსიკური კონცერნი AE SOLAR 8 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.
ქუთაისის ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორის სოსო ნიბლაძის განცხადებით, კომპანიამ მზის პანელების წარმოება სატესტო რეჟიმში უკვე დაიწყო;
საწარმოს ოფიციალური გახსნა კი, რამდენიმე დღეში იგეგმება.
კონცერნი ქუთაისში დამზადებული მზის პანელების გასაღების ბაზრებად როგორც -ამერიკის კონტინენტს, ისე ევროკავშირის ქვეყნებს განიხილავს.
ამ დროისთვის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 190-მდე კომპანია ოპერირებს. უახლოეს პერიოდში თიზ-ში ჩინური ინვესტიციით ფეროშენადნობების ქარხანა გაიხსნება. ინვესტორმა საწარმოს მშენებლობაზე 4 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა.

























