მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, შესაძლოა, IT ჰაბი შეიქმნას - ღარიბაშვილი

639703b0b8431
ინგა მურუსიძე
12.12.22 14:39
1422
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, შესაძლოა, IT-ჰაბი შეიქმნას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ებრაულ კომპანიასთან, რომელიც ამ საკითხით არის დაინტერესებული.

„ქუთაისის პარლამენტის შენობა პრაქტიკულად უფუნქციოდ არის დარჩენილი. ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ IT-მიმართულების ამუშავებას. ვემუშავებით ებრაულ კომპანიას, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ მოხდეს ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას IT ჰაბი, რომელიც მოიზიდავს და დაასაქმებს, IT სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს.

აქაც რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ პროექტის სერიოზული პარტნიორი შეიძლება იყოს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ: 2017 წლიდან პარლამენტი კვლავ თბილისშია განთავსებული. ხუთი წელია, ქუთაისის პარლამენტის შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები