მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისში პირველი ბრენდული Best Western International-ის სასტუმრო შემოდგომაზე გაიხსნება

57395dad626f6
ელენე გოგბერაშვილი
16.05.16 09:40
2259
Best Western-ის 3 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქუთაისში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. სასტუმრო 40 სტანდარტულ და 5 ლუქსს კლასის ნომერს გააერთიანებს. სასტუმროს ინფრსტრუქტურა 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს მოიცავს.

Best Western International-ის ბრენდის სასტუმროს საპარტნიორო ფონდი კომპანია "კაპიტოლ ჰოლდინგთან" ერთად აშენებს. ტურიზმის სექტორში ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელება საპარტნიორო ფონდმა ოფიციალურად ივლისში დაიწყო. პროექტის ღირებულება 3 მილიონი დოლარია, სადაც ფონდის მონაწილეობა 1.4 მილიონ დოლარს შეადგენს. სასტუმროს დეველოპმენტს, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, კომპანია "სიმეტრია" ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები