ინდურმა დეველოპერულმა კომპანია "სითი ქონსსთრაქშენმა" ქუთაისის მერიას 46.5 მეტრის სიმაღლის სადგარი და დროშა გადასცა. სადგარი უკვე ჩამოტანილია და ის ქალაქის ერთ ერთ შემოსასვლელში განთავსდება.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ჭიღვარიამ ინდურ კომპანიას მადლობაც გადაუხადა და თავადაც გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.

























