მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისში სასტუმროს მშენებლობაზე $4 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდება

5d4ad18fe1349
ელენე გოგბერაშვილი
07.08.19 21:00
1372
პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ქუთაისში, აღმაშენებლის N2-ში, ახალი სასტუმრო აშენდება, რისთვისაც 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 50 ადამიანი დასაქმდება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასტუმროს ასაშენებლად შპს „ქუთაისი ინნ“-ს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2250.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული, წლების განმავლობაში ამორტიზირებული შენობა-ნაგებობები, ელექტრონულ აუქციონზე, 430 000 ლარად გადაეცა.

საპრივატიზებო პირობების თანახმად, კომპანიამ 42 თვის ვადაში არანაკლებ 50 ნომრიანი სასტუმროს მოწყობა და ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს.

პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია 24 ობიექტი, რითიც ბიუჯეტმა 58 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ხოლო სასტუმრო–ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 124 მლნ ლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები