მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების შესახებ საკრებულო აპრილში იმსჯელებს

58d8f52b648f8
BM.GE
27.03.17 15:16
939
ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, შესაძლოა, 10 თეთრით გაძვირდეს,- ამის შესახებ "საქმის კურსს" ქუთაისის მერიაში განუცხადეს.

ტარიფის გაძვირების მოთხოვნით მერს ქუთაისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების ნაწილმა მიმართა. საუბარია როგორც მიკროავტობუსების, ასევე ავტობუსების ნაწილზე. დღეს მიკროავსტობუსით გადაადგილება ქუთაისში 40 თეთრი ღირს, ავტობუსით კი 30 თეთრი.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერს შეხვედრები ჰქონდა როგორც მძღოლებთან, ასევე სატრანსპორტო კომპანიებთან.

მგზავრობის გაძვირების შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულომ უნდა მიიღოს. "საქმის კურსს" მერიაში განუცხადეს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დადგება.

შეგახსენებთ, ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის ღირებულების გაზრდის მოთხოვნით მძღოლებმა ორდღიანი გაფიცვა მარტის დასაწყისში მოაწყვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები