მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისში შესაძლოა 100 ჰექტარზე ტექსიტილის ქალაქი შეიქმნას

574eaedb9bbf5
BM.GE
01.06.16 13:40
2442
ქუთაისში შესაძლოა 100 ჰექტარზე ტექსიტილის ქალაქი შეიქმნას. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ პროექტი უკვე გააცნო მთავრობის წარმომადგენლებს. ოსმან ჩალიშქანის განცხადებით, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ დადებითი გამოხმაურებაა. მისივე თქმით გასულ კვირას ქუთაისში კიდევ ერთი ქარხანა გაიხსნა, რომელიც 300 კაცს დაასაქმებს. ჩალიშქანის განცხადებით, ბათუმში საჭირო რაოდენობის მუშახელი შესაძლოა უახლოეს პერიოდში აღარ იყოს და ამიტომ ინდუსტრიის საქართველოს სხვა კუთხეებში განვითარებაც არის საჭირო.
 
ამ ეტაპზე ინვესტორთა ასოციაცია ქუთაისში ტერიტორიის შერჩევას ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები