მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისში თვითმმართველ ქალაქებს შორის ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

575e9dd224ff0
BM.GE
13.06.16 15:48
1035
ქუთაისში საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერითკონფერენცია ,,საქართველოს ქალაქები - ქვეყნის განვითარების მამოძრავებლები" გაიმართა. კონფერენციაზე თვითმმართველ ქალაქებს შორის ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმსხელი მოეწერა.

ღონისძიება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა. სტუმრებს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მიესალმენ.

კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს შემდეგ თემებზე: ქალაქების როლი ეროვნულ და რეგიონულ განვითარებაში; მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა და ერთობლივი პროდუქტები. ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნა ქუთაისის განვითარების სტრატეგია. შეხვედრას დონორი ორგანიზაციები, საქართველოს ყველა თვითმმართველი ქალქის მერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები