მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუვეითის სიმდიდრის ფონდმა $1.5 მილიარდის ღირებულების Mercedes-ის აქციები გაყიდა

6423f09d55175
გიორგი არონია
30.03.23 00:31
780

ქუვეითის სიმდიდრის ფონდმა, რომელიც Mercedes-Benz Group-ის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერია, გერმანულ ავტომწარმოებელ კომპანიაში საკუთარ წილს ამცირებს, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქუვეითის სიმდიდრის ფონდმა გერმანული კომპანიის $1.5 მილიარდის ღირებულების ოცი მილიონი აქცია მას მერე გაყიდა, რაც გასული სამი წლის განმავლობაში, ავტომწარმოებლის აქციის ღირებულება, ფაქტობრივად, გაოთხმაგდა. აქციების გასხვისების მიუხედავად, ქუვეითის სიმდიდრის ფონდი Mercedes-Benz Group-ის 6.8%-იან წილს შეინარჩუნებს. ამრიგად, ის კომპანიის რიგით მესამე ყველაზე დიდი აქციონერი იქნება.

გერმანული ავტოგიგანტი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $81 მილიარდს აჭარბებს. ამასთან, გასულ წელს, Mercedes-Benz Group-მა $157 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც პირდაპირ უკავშირდება კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ოლა კალენიუსის მიერ გატარებულ პოლიტიკას, რომლითაც კომპანია, ბოლო წლებში, მეტად კონცენტრირდება მაღალშემოსავლიან სეგმენტზე. ამ ტრენდს რიცხვების ცხადყოფს, რადგან 2019 წლის შემდეგ, საშუალოსტატისტიკური Mercedes-ის ფასმა 43%-ით იმატა. ამასთან, ოლა კალენიუსის გადაწყვეტილებით, ორი წლის წინ, კომპანიას კომერციული ავტომობილების ბიზნესი, Daimler Truck Holding-ი გამოეყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები