ქვათაცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 73-ე კმ- ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოძრაობა 4 იანვრის დილის 8 საათამდე იკრძალება.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73 ე კმ-ზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა.
ქვათაცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე 4 იანვრის 08:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.