მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვემო ქართლში 9 680 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

5d42ebdba6746
BM.GE
01.08.19 17:38
585
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულის რაიონში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 9680 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

"საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები