მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეშეთი-კობის 9 კილომეტრიანი გვირაბის გამყვანი აპარატი უკვე საქართველოშია - პროექტი 909 მლნ ლარი ჯდება

5ff580e6ad6e7
BM.GE
06.01.21 12:57
9258
ქვეშეთი-კობის ახალ მაგისტრალზე 9-კილომეტრიან გვირაბს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" აშენებს. პროექტის ღირებულება 909 მილიონ ლარს შეადგენს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარი, რომელმაც ახალი გვირაბი უნდა ააშენოს საქართველოში უკვე ჩამოვიდა. 

"TBM-ის მანქანა, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს გვირაბის ბეტონით მოპირკეთებას, რაც კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.

ქვეშეთი-კობის არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე. ზამთრის დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, არსებულ გზაზე გადაადგილება არ არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობით მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემა და წელიწადის ნებისმიერ დროს ამ მარშრუტზე შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მოძრაობა .

გვირაბი, რომელიც ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში აშენდება, სიგრძით 9 კმ, ხოლო სიგანით 15 მეტრი იქნება და მისი ანალოგი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში არ იარსებებს,"- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ხელშეკრულება ორივე მონაკვეთზე "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან" არის გაფორმებული. ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ახალი მაგისტრალის მშენებლობის ღირებულება ჯამში 1,2 მილიარდი ლარია.

საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდეს ნაწილს ჩინური კორპორაციები აშენებენ, გაიგეთ რა შემოსავალი აქვთ ამ კომპანიებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები