მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეშეთი-კობის გვირაბის გახსნის შემდეგ გზა არცერთი დღით აღარ ჩაიკეტება - ქარსელაძე

რეგიონული განვითარების სამინისტრო

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ქვეშეთი-კობის გვირაბის გახსნის შემდეგ გზა არცერთი დღის აღარ ჩაიკეტება. ამის შესახებ მან გვირაბის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ყველას გილოცავთ, ნამდვილად უმნიშვნელოვანესია დღე. უკვე არცერთი დღით აღარ ჩაიკეტება გზა და ყოველთვის იქნება ფიზიკური კავშირი უზრუნველყოფილი ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის და იმ 10 სოფელთან, რომლებიც მისასვლელ გზასთან არის განლაგებული. პროექტი უმნიშვნელოვანესია ყველა იმ გამოწვევით, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. უმნიშვნელოვანესია საინჟინრო თვალსაზრისით, ვინაიდან 9 კილომეტრიანი, ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში, კლდოვან ქანებში, სპეციალურად ამ გვირაბისთვის დამზადებული მანქანით გაიჭრა”, - განაცხადა ქარსელაძემ.

გვირაბის გაყვანა 900 მილიონი ლარი ჯდება, ხოლო მთლიანად ახალი მაგისტრალის მშენებლობის ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. პროექტს ჩინეთის რკინიგზის გვირაბების კორპორაცია და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო აშენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები