ჰოლდინგი „ქართული ღვინის ჯგუფში“ შემავალი ვაზისუბნის მამულის საერთაშორისო წარმატება. ლონდონში გამართულ ღვინის კონკურსზე International Wine Challenge, ვაზისუბნის მამულის წარმოებულმა "ქვევრის ქისი 2021"-მა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
"ქვევრის ქისი 2021" ამ კონკურის ისტორიაში პირველი ქარვისფერი, ქართული ღვინო იყო, რომელსაც მსგავსი ჯილდო მიენიჭა. კონკურსის მსვლელობისას, რომელიც რამდენიმე რაუნდად ჩატარდა, ვაზისუბნის მამულის ღვინომ ოქრო, თროფი და საბოლოოდ ჩემპიონის ტიტული მიიღო. ქვევრის ქისი 2021 ქართული ღვინის ანტიკურ წარსულს აცოცხლებს.
სტუმრები: გია მშვიდობაძე - "ქართული ღვინის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი;
ლადო უზუნაშვილი - "ქართული ღვინის ჯგუფის" მთავარი მეღვინე;