მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანა საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადადის

5aeabe36d2569
თელარა გელანტია
03.05.18 11:44
611
ქვეყანა საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადადის, - ამის შესახებ პრემეირ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, მათ შორის „სამოქალაქო უსაფრთხოების“ შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლითაც საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი მოდელი დაინერგება.

„დღეს განვიხილავთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს, რომლის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას და უფრო მაღალეფექტურია. ასევე, არის უფრო გამარტივებულიც. დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები და შესაბამისად, პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც ასეთ სიტუაციებში. ამას გარდა, რეფორმების პაკეტი ითვალსიწინებს ახალი სიახლეებსაც, ესენია: მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიული სამხედრო სამსახური და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიერო წრეების ჩართვა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და განახლებაზე. უკვე გამოცხადებულია ტენდერი სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერთან“, რომელიც მსოფლიოში ლიდერია ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოებაში.

„როზენბაუერი“ ქართულ კომპანია „დელტასთან“ ერთად დაიწყებს ერთობლივ ოპერატიული სახანძრო მანქანების წარმოებას. ეს იქნება პიკაპის ჩონჩხზე აწყობილი მანქანები, რომელსაც ექნება „როზენბაუერის“ აპარატურა და მოწყობილობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლიარები და წლის ბოლომდე პრაქტიკულად უნდა გვქონდეს ასეთი ტიპის მანქანების გამართული წარმოება“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები