მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქვეყანა უნდა გაიწმინდოს ტყუილისგან" - მამუკა ხაზარაძე ე.წ. "ტროლებსა" და "ბოტებზე"

5d57f17c8fafc
თელარა გელანტია
17.08.19 16:17
1389
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევა ფეიკ ნიუსები, ეგრეთ წოდებული ტროლებ-ბოტებია. ცნობილია, რომ ამის უკან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სპეცსამსახურებიც დგანან. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებები ამ ყველაფერს არ იძიებენ , რაც ბუნებრივად იწვევს ეჭვს მსგავს ქმედებებზე ხელის დაფარების შესახებ.

უკვე ვრცელდება ვითომდა ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებები სხვადასხვა შინაარსით. იქმნება ყალბი გვერდები და ვრცელდება დეზინფორმაცია.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა და ადამიანების შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ ჩემს გვერდზე დადებულ განცხადებებს.
#ძირსსიყალბე!

ქვეყანა უნდა გაიწმინდოს ტყუილისაგან“, - წერს ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები