მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქვეყანას ლიმიტირებული უძრავი ქონება აქვს, ხშირად მოთხოვნას ვერ ვპასუხობთ”-Solo Realtor

64380b7083a2a
ანუკა ჯოხაძე
14.04.23 00:00
1085
2022 წელს საქართველოში გაყიდული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოელ მოქალაქეებზე მოდის. უფრო კონკრეტულად უცხოეთის მოქალაქეობის მქონე 10 600-მა პირმა გასულ წელს საქართველოში 15 000 ბინა შეიძინა. ყველაზე მეტი ბინა 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს. მათი მხრიდან საქართველოში გასულ წელს 6 062 ბინის შესყიდვა მოხდა.

უძრავი ქონების სააგენტო Solo Realtor-ის დირექტორი ამბობს, რომ ბოლო თვეებში შეიცვალა მიდგომა ქონების მფლობელებისგან. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ისინი ბინების გასხვისებისგან თუ იჯარით გაცემისგან თავს იკავებენ, რასაც ეკა ალანიას თქმით, 2 ძირითადი მიზეზი აქვს.

“გაიზარდა ფაქტები, რომ მესაკუთრები თვითონ იკავებენ თავს ბინის გაყიდვისგან, რადგან გასული თვეები გათვალისწინებით, ისინი ფიქრობდნენ, რომ კვადრატულის ფასი პიკს მიაღწევდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ამიტომ თავი შეიკავეს. ეს არის ერთი მხარე, ხოლო მეორე მხრივ, ისინი ალტერნატიული ფართის მოძიებას ვერ ახერხებენ.

მაგალითად თუ უნდათ, რომ იყიდონ რამდენიმე ფართი და ნაწილი გააქირაონ ამ მიზანს ვერ აღწევენ, იმიტომ რომ ძალიან ლიმიტირებული უძრავი ქონება გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობები ქვეყანაში აქტიურად მიდის ქვეყანა ამ მიმართულებით მაინც ლიმიტირებულია. ვერ ვახერხებთ ხშირად მოთხოვნას გავცეთ შესაბამისი პასუხი,”- ამბობს Solo Realtor-ის დირექტორი ეკა ალანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები