მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემო დასავლელ ინვესტორებთან სწორ სიგნალს არ უშვებს - ქეთი ბოჭორიშვილი

ქბ

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას საკრედიტო სააგენტო Fitch პოლიტიკურ რისკებთან დაკავშირებით ინვესტორთა გაზრდილ შეშფოთებას უკავშირებს.

კერძოდ, საქართველოს რეიტინგის შეფასებისას Fitch წერს, რომ 2024 წელს FDI-ის შემოდინების წლიურად 34.5%-ით შემცირება სავარაუდოდ, ასახავს ინვესტორების შეშფოთებას გაზრდილი პოლიტიკური რისკების გამო.

როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისას BMG-სთან კომპანია „ბიზნეს ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს, არსებული არასტაბილური ვითარება ინვესტორებისთვის ნეგატიური სიგნალია.

ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოში შექმნილი არასტაბილური ვითარება და სადავო კანონები ყველაზე ნეგატიურად დასავლურ ინვესტიციებზე აისახება.

„რა თქმა უნდა, ის არასტაბილური გარემო, რომელიც ამ კანონების („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“, FARA) მიღებით იქმნება, ეს სწორ სიგნალს არ უშვებს [ინვესტორებთან] ჩვენი ქვეყნის მხრიდან. განსაკუთრებით დასავლელ ინვესტორებთან, რომლებიც ისედაც ძალიან ფრთხილობენ ქვეყანაში შემოსვლას. რა თქმა უნდა, [არსებულ არასტაბილურობაში] ეჭვის თვალით შეხედავს ქვეყანას და რატომ გადაწყვეტს საქართველოში ინვესტირებას, როცა ექნება ბევრი სხვა ალტერნატივა, სადაც შედარებით სტაბილური გარემოა, სადაც შეიძლება შედარებით კარგი კანონებია. რა თქმა უნდა, ის ავტომატურად გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებზე შეაჩერებს და ამ შემთხვევაში საქართველო გამოტოვებს იმ კარგ შანსს, რომელიც თუნდაც დღეს გააჩნია, რომ გახდეს რეგიონალური ჰაბი და გახდეს ბიზნეს საქმიანობების ცენტრი“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები