საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნისა და მოსახლეობისთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება შეფასა და განაცხადა, რომ სწორედ მისი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა, სადაც რეგიონული ტურის ფარგლებში იმყოფება.
„ბიძინა ივანიშვილის სამაგალითო, პატრიოტი კაცია, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში უცხო ქვეყნებში დაგროვებული ქონება ჩამოიტანა და დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის, ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. 3 მლრდ დოლარზე მეტი ერთმა კაცმა დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა ეს რეფორმა, დაწყებული პოლიციის რეფორმებიდან და ყველა რეფორმა, რომელიც ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა ამ კაცის დახმარებით ხდებოდა. მეორე, ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაშია სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის, მისი პიროვნული დამსახურებაა და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.