მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, დროებით ვაჩერებთ ჩვენი მანიფესტის მსვლელობას" - ახალი თეატრი

ახალი თეატრი ბათუმში

ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, დროებით ვაჩერებთ ჩვენი მანიფესტის მსვლელობას, - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი აცხადებს და ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვანის დაღუპვას ეხმაურება.

"ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, დროებით ვაჩერებთ ჩვენი მანიფესტის მსვლელობას გორში და რეგიონებში. თეატრი უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. მათი ტკივილი ყველა ჩვენგანის ტკივილია", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 25 იანვარს, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა თეატრის მანიფესტი წაიკითხა, სადაც დააანონსა, რომ თეატრი რეგიონებში გავიდოდა და ისინი ხალხთან ლაპარაკს აპირებდნენ. ამგვარად ისინი საპროტესტო აქციების დროს უკანონოდ დაკავებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და რეჟიმის სხვა პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. თეატრმა საპროტესტო მანიფესტი ბათუმით დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები