E-space-ს გენერალური დირექტორი, დავით იოსავა აცხადებს, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების დამტენების პრობლემა აღარ არის. როგორც მან "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, ამ ეტაპზე 50 დამტენი არის დამონტაჟებული.
"ელექტრომობილების დამტენების რაოდენობა ინტერესიდან გამომდინარე, იზრდება. რამდენიმე პარტნიორი გვყავს, დაახლოებით 50 დამტენი არის დამონტაჟებული. კომპანიებმა შეიძინა, თავად დაამონტაჟეს. მოლაპარაკებები გვაქვს, საქართველოს მასშტაბით დამტენები წელსაც დამონტაჟდეს. ქ0-მდე დამტენზეა საუბარი", - განაცხადა მან, თუმცა არ დაასახელა ადგილები, სადაც ელექტრო ავტომობილების დამტენები დამონტაჟდება.
როგორც დავით იოსავამ აღნიშნა, ინფრასტრუქტურის პრობლემა რეგიონებში არ დგას. მისი თქმით, ერთადერთი რეგიონი, სადაც სწრაფი დამტენი განთავსებული არ არის, კახეთია.
"ინტერესი არ ყოფილა, რადგან კახეთთან მოკლე დისტანციაა და კერძო კომპანიებისთვის საინტერესო არ არის. ქვეყანაში მომხმარებლის 80% ავტომობილს საკუთარ ფარეხში ტენის. როდესაც თბილისიდან, მაგალითად, ბაკურიანის, ბათუმის, დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებიან, დამტენების რაოდენობა იმდენი არის, რომ პრობლემა აღარ ექმნებათ", - აცხადებს დავით იოსავა.