მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქვეყანაში ექთნების რაოდენობა საჭიროზე 3-4-ჯერ ნაკლებია” - “ევექსი ჰოსპიტლები" ახალ პროექტზე მუშაობს

6231d0f64ae7e
მარიამ ადამია
16.03.22 23:40
7028

“ვიწრო სპეციალისტების მიმართულებით, საქართველოში ძალიან დიდი დეფიციტია, განსაკუთრებით კი, საექთნო მიმართულებით” - ამის შესახებ BMG-თან “ევექსი ჰოსპიტლების" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში წლის განმავლობაში, დაახლოებით იმაზე 10-ჯერ ნაკლები ექთანი ამთავრებს სასწავლებელს, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სჭირდება, ხოლო ექთნის და ექიმის შეფარდება დაახლოებით 1/1-ზე გვაქვს, რაც საჭირო რაოდენობაზე 3-4-ჯერ ნაკლებია.

“კადრების დეფიციტი სამედიცინო სფეროში, ძალიან ბევრი მიმართულებით არის განპირობებული, თუმცა მთავარია საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სუსტი პოლიტიკა, რომელიც აუცილებელ ცვლილებებს საჭიროებს, თუმცა არც ესაა საკმარისი და მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელფასო ნაწილიც. როგორც წესი ექთნის პროფესიას ადამიანები, დაბალი ანაზღაურების გამოც არ ირჩევენ. სწორედ ამ კომპლექსური საკითხის გადაჭრის მიზნით, ჩვენ USIAD-თან ერთად სპეციალურ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა,” - განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.

მისივე განმარტებით, პროექტი, საექთნო განათლებასა და პოსტ-განათლების შემდგომ განვითარებას მოიცავს.

“სამომავლო პერსპექტივაში, ეს იქნება გარკვეულწილად ჩვენ მიერ გადადგმული პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, საექთნო პრობლემის მოგვარებაში, რომელიც პარალელურად, ექთნებისთვის შესაბამისი ანაზღაურების უზრუნველყოფასაც გულისხმობს,” - ამბობს “ევექსი ჰოსპიტლების" გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები