მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანაში გვჭირდება დამატებითი ღონისძიებების გატარება - ამირან გამყრელიძე

5f5cf7877ceee
ელენე გოგბერაშვილი
12.09.20 20:27
3175
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მორიგი რეკორდი დაფიქსირდა და ბოლო 24 საათში ინფიცირების 158 შემთხვევა გამოვლინდა. მიუხედავად შემთხვევევბის ზრდისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამირან გამყრელიძე ამასთან იმასაც ამბობს, რომ საჭიროა დამატებითი ღონისძიებების გატარება, მათ შორის სანიტარული წესრიგის გამკაცრება.

„მიუხედავად შემთხვევების ძალიან საყურადღებო ზრდისა, პანიკის საფუძველი არ არის. რა თქმა უნად ეს საყურადღებოა, გვჭირდება დამატებითი ღონისძიებების გატარება, მაგრამ პირველ რიგში იმ რეგულაციების დაცვა, რაც დადგენილია ქვეყანაში. ეს არის ძალიან მარტივი შესასრულებლად: პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეში, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. ასევე მნიშვნელობა აქვს სანიტარული წესრიგის გამკაცრებას ქვეყანაში. ასევე აუცილებელია თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან“-აცხადებს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოქალაქეებს მოერიდონ ხანდაზმულ ადამიანებს და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დარეკონ 112-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები