მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, ფესტივალი „ამერიმერი“ აღარ ჩატარდება

ამერიმერი

ფესტივალი „ამერიმერი“, რომელიც 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო, აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის წარმომადგენლები ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, ფესტივალის გაუქმების მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია. ისინი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს.

"ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს. სამოქალაქო წინააღმდეგობის და პროტესტის პირობებში, ასოციაციის გადაწყვეტილებით, 7 დეკემბრისთვის დაანონსებული სოლიკო ცაიშვილის სახელობის ფესტივალი „ამერიმერი“ აღარ გაიმართება.

ასოციაცია ცალკე ამზადებს განცხადებას, სადაც ვრცლად გამოხატავს თავის პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები