მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანაში ნედლი რძის წარმოება იკლებს, რძის პასტის იმპორტი იზრდება- რას ითხოვს სექტორი?

2024 წელს ნედლი რძის წარმოება ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად შემცირდა, ფასი კი გაიზარდა- ამის შესახებ bm.ge-თან რძის სექტორში მომუშავე კომპანიები აცხადებენ. ამბობენ, რომ ბაზარზე მომატებულია ფალსიფიცირებული პროდუქციის რაოდენობაც, რომელიც სათანადოდ არ კონტროლდება, რაც დარგს მნიშვნელოვნად აზარალებს. საქსტატის ინფორმაციით 2024 წელს ჯამურად ქვეყანაში რძის შემცვლელი პასტის იმპორტი წლიურად 71%-ით გაიზარდა, რაც დარგის წარმომადგენლების თქმით, საგანგაშო მაჩვენებელია და ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას მომავალ უკარგავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები