მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში "მაიმუნის ყვავილის" სადიაგნოსტიკო PCR ტესტები შემოვა - გამყრელიძე

6295b65be0843
მარიამ ვარადაშვილი
31.05.22 10:35
958
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ “მაიმუნის ყვავილის”ვირუსის დიაგნოსტიკისთვის ქვეყანაში მალე PCR ტესტები იქნება ხელმისაწვდომი.

“დაავადებათა ცენტრს დღეს ამ ვირუსის იდენტიფიცირების საშუალება გენომის სექვენირებით აქვს. სპეციფიური PCR ტესტების პრაიმერებიც დიდი ალბათობით მალე გვექნება”,-უთხრა გამყრელიძემ BMG-ის.

NCDC-ის ინფორმაციით, “მაიმუნის ყვავილით” დაინფიცირებისას კლინიკური გამოვლინება ყვავილის მსგავსია, თუმცა მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია. ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით. სიმპტომები 5 დღის ფარგლებში იწყებს გამოვლენას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, შემცივნებით, ცხელებით, თავისა და კუნთების ტკივილით, ზურგის ტკივილით, სისუსტით და ლიმფური კვანძების შეშუპებით (ლიმფადენოპათია).

სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში იწყება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულზე, უპირატესად კიდურებზე. დამახასიათებელია გამონაყარი ხელის გულებსა და ფეხის ძირებზე (შემთხვევათა 75%-ში).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები