მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების დეფიციტია” - ვახტანგ კალოიანი

კლინიკა

გასულ წელს საქართველოში საავადმყოფოების რაოდენობა 26 ერთეულით, ხოლო საწოლფონდი 14.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ განახლებული ინფორმაცია საქსტატმა გამოაქვეყნა. ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ეს შედეგი მოსალოდნელი იყო.

იგი ამის ერთ-ერთი მაპროვოცირებელ მიზეზად რეანიმაციის სტანდარტებს ასახელებს, რომელიც დაკმაყოფილებაც კლინიკებს მოუწიათ, თუმცა მოთხოვნებზე მორგების შემდეგ ამ ტიპის საწოლფონდი ქვეყანაში კალოიანის შეფასებით 30%-ით შემცირდა, რაც კლინიკებს ყოველდღიურად მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს.

“რეგულაციებში კლინიკურ შედეგებზე ან კლინიკურ პროცესზე უფრო აქტუალური იყო რა უნდა ყოფილიყო მანძილი კარიდან ფანჯრამდე ან ტუალეტი დერეფნის ბოლოს უნდა ყოფილიყო თუ დასაწყისში. ველოდები, რომ საწოლფონდის გარკვეული შემცირება კიდევ იქნება. ერთ-ერთი სახიფათო ტენდენცია რაც არის რეანიმაციული საწოლების საკმაოდ დიდი დეფიციტია და სავარაუდოდ ეს დეფიციტი გაიზრდება. რეგულაციებმა დაახლოებით 30%-ით შეამცირა რეანიმაციური საწოლების რაოდენობა, რაც ყველაზე დიდ პრობლემებს ქმნის ურბანულ ცენტრებში, სადაც კონცენტრირებულია პაციენტები ამ საჭიროებით და მუდმივი დაძაბულობის პირობებში უწევთ კლინიკებს მუშაობა.

ჩემი აზრით, ამ რეგულაციას ეს ძალიან დიდი ხარვეზი აქვს და თვითონ სულისკვეთებას. ჩვენ ვაფრთხილებდით ჯანდაცვის სამინისტროს, სამწუხაროდ, არავინ ეს გაითვალისწინა. მე ველოდები, რომ ეს კრიზისი ოდნავ უფრო გაღრმავდება,”- ამბობს ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები