მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანაში რეგისტრირებული 1.9 მლნ ავტომობილიდან 80% 10 წელზე მეტი წლოვანებისაა

ავტომობილები

საქართველოში 2025 წლის ბოლოსთვის 1 914 908 ავტომობილია რეგისტრირებული, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 6.9%-ით აღემატება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს ქვეყანაში 124 321 ავტომობილი დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ახალი შეზღუდვის შესაბამისი კანონპროექტი შსს-მ მოამზადა და მთავრობამ პარლამენტში დააინიიცირა. ირაკლი კობახიძე რეგულაციის დაწესების აუცილებლობას, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების გაზრდილი მაჩვენებლით ხსნის, რაც საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს.

საქსტატის ავტომობილების პორტალის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან 80.4% 10 წელზე მეტი, 13.8% - 5-დან 10 წლამდე წლოვანებისაა; მხოლოდ 3.2%-ია 2-დან 5 წლამდე, 2% კი 2 წლამდე წლოვანებისაა.

2025 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში რეგისტრირებული იყო:

>10 წელი – 1 541 196 ავტომობილი;

5-10 წლამდე - 265 041 ავტომობილი;

2-5 წლამდე - 61 335 ავტომობილი;

<=2 წლის - 39 995 ავტომობილი.

დაუდგენელი წლოვანების - 7 341 ავტომობილი

სტატისტიკის თანახმად, რეგისტრირებული ავტომობილების დიდი ნაწილი ბენზინზე მომუშავეა მათი რაოდენობა 796 250-ია. დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობა 373 633-ია; ჰიბრიდი - 188 899; ბენზინი და აირი - 187 016; ელექტრო - 15 581 ავტომობილი; აირი - 2053; დანარჩენი - 351 476 ავტომობილი.

ძარის ტიპის მიხედვით, რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობრივი განაწილება ასეთია:

  • სედანი - 623 880 სედანია;
  • ჰეტჩბეკი - 352 119;
  • მაღალი გამავლობის - 345 326;
  • სატვირთო - 145 327;
  • სპეციალიზებული - 108 729;
  • უნივერსალი - 105 843;
  • ფურგონი - 83 426;
  • ვენი - 64 127;
  • კომბი(ჰეტჩბეკი) – 24 159;
  • ავტობუსი - 23 826;
  • კუპე - 23 017;
  • სხვა - 13 129

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები