მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემა დაინერგება

5beacb35ca8b0
თამუნა დემეტრაშვილი
13.11.18 17:01
611
საქართველოში, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემა დაინერგება, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

"ეს საშუალებას მოგვცემს ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა განვახორციელოთ წინასწარ გათვლილი სოციალური და ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა. ამასთან მისი თქმით, სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედეგად, შემუშავებულია და პარლამენტში განსახილველად წადგენილია ფისკალური წესების დოკუმენტი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეყრდნობა. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გაგრძელდება რეფორმები საბიუჯეტო ფინანსების მართვის გამჭვირვალეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, თუმცა დასძინა, რომ ამ მხრივ საქართველო მსოფლიოს ქვეყნების 5-ეულშია და ევროპული ქვეყნებიდან, მხოლოდ შვედეთსა და ნორვეგიას ჩამორჩება.

,,ეს კარგი შედეგია, თუმცა საჯარო ფინანსების მართვის კუთხით, მიღწეული შედეგები კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ“, - დასძინა მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები