ქვეყანაში 33 წლის განმავლობაში რაც შეიქმნა, დღეს ამ ყველაფრის ჩამოშლის საშიშროება დგას - ასეთია ბიზნესის ნაწილის პოზიცია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ქართული ოცნების პირობებში თავისუფლად არ ვცხოვრობთ. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა სათქმელი გუშინ bmg-ში, ბიზნესის კვირეულის საგანგებო ეთერში თქვეს. ბიზნესმენები #bmg-ში გიორგი ისაკაძის მოწოდების საპასუხოდ შეიკრიბნენ. როგორც მათ აღნიშნეს, არ შეიძლება ბიზნესი ახლა ჩუმად იყოს. საქართველოს ეკონომიკის შემქმნელები არ გამორიცხავენ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მივიდეს.
სტუმარი: ლაშა ნოდია - "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების” მმართველი პარტნიორი;