ქვეყანაში 33 წლის განმავლობაში რაც შეიქმნა, დღეს ამ ყველაფრის ჩამოშლის საშიშროება დგას - ასეთია ბიზნესის ნაწილის პოზიცია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ქართული ოცნების პირობებში თავისუფლად არ ვცხოვრობთ. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა სათქმელი გუშინ BMG-ში, ბიზნესის კვირეულის საგანგებო ეთერში თქვეს. როგორც მათ აღნიშნეს, არ შეიძლება ბიზნესი ახლა ჩუმად იყოს. როგორ მივიდა ქვეყანა აქამდე და სად არის გამოსავალი?