მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში სწრაფი ტესტების მარაგი არის - გაბუნია

6139c9957300a
ინგა მურუსიძე
09.09.21 12:50
871
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში სწრაფი ტესტების მარაგი არის. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დამატებითი მარაგი გუშინ ჩამოვიდა.

„სწრაფი ტესტების მარაგი ქვეყანაში არის. გუშინ ჩამოვიდა დამატებითი რაოდენობა, რომელიც შეივსება ეტაპობრივად“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ: ბოლო 24 საათში ჩატარდა 36 151 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი - 19 693, PCR ტესტი - 16 458. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები