პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე თვლის, რომ საქსტატის მეთოდოლოგია უმუშევრობის დათვლასთან დაკავშირებით დასახვეწია. როგორც მელიქიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, თვითდასაქმებულთა რაოდენობით სრული სურათის დანახვა ქვეყანაში დასაქმებასთან დაკავშირებით ძნელია.
"საქსტატი უმუშევრობის დათვლისას, საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობს. თუმცა მოგეხსენებათ, რომ საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებლი არის 12%. აქ გათვალისწინებული არიან თვითდასაქმებული ადამიანები, მაგალითად ტაქსის მძღოლები, ის პირები ვინც სამეურნეო საქმიანობას ასრულებენ, ასევე ის პირები ვინც 1 კვირის განავლობაში დაალაგა სხვა პირის ბინა. ასევე, უსასყიდლოდ გაწეული მომსახურებაც თვითდასაქმებად ითვლება. ვთვლი, რომ ეს მეთოდოლოგია დასახვეწია და როგორც ვიცი ამაზე სტატისტიკის სამსახურიც დაიწყებს მუშაობას წლის ბოლოს. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ თვითდასაქმებულთა რაოდენობა მაქსიმალურად სწორედ უნდა იყოს შეფასებული.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტი მაჩვენებული გვქონდეს და ვიცოდეთ თუ რამდენია თვითდასაქმებული, რამდენი დასაქმებული და რამდენი სოფლის მეურნეობაში, - მნიშვნელოვანია, რომ ცალ-ცალკე ვუყუროთ ამ მონაცემებს და არა ზოგადი მაჩვენებელს“, - განაცხადა მელიქიძემ.

























