მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა" - ირაკლი ქაშიბაძე მთავრობას მიმართავს

ირაკლი ქაშიბაძე

საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული პირველი ქართული ვენჩურული ფონდის, future laboratory-ის მმართველი პარტნიორის ირაკლი ქაშიბაძის შეფასებით, საქართველოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა.

ირაკლი ქაშიბაძე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ქვეყანაში, სადაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, მთავრობამ უნდა გაითავისოს, რომ ხალხი უკვე არ იბრძვის ევროპაში ყოფნისთვის ან ევროკავშირის წევრობისთვის, არამედ ეს არის უკვე ბრძოლა თავისუფლებისთვის.

დაფიქრდით, თავისუფლებისთვის ბრძოლა დევს ქართველი ადამიანის და საქართველოს დნმ-ში!“, - წერს ირაკლი ქაშიბაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები