მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში ყველაფრის მოკლევადიან დაგეგმარებას წერტილი უნდა დაესვას - გიგა ფაიქიძე

გიგა

ქვეყანაში ყველაფრის მოკლევადიან დაგეგმარებას წერტილი უნდა დაესვას, - ამის შესახებ „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის“ დამფუძნებელმა გიგა ფაიქიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ბიზნესის გრძელვადიანად დაგეგმვის საშუალება უნდა იყოს.

„ბევრ რამეს უნდა დაესვას წერტილი, მაგრამ ერთი და მთავარი რაც არის, რაც პრობლემებს გვიქმნის, ეს არის ქვეყანაში ყველაფრის მოკლევადიანი დაგეგმარება.

როგორც ბიზნესში ისე სახელმწიფოს ნებისმიერ ეკონომიკურ პოლიტიკაში ყველაფერი არის რამდენიმე წელზე გათვლილი, რაც საბოლოოდ ხელს განვითარებაში ძალიან გვიშლის.

ამის განცდა, არასოდეს არ არსებობს, რომ რაღაც კონკრეტულ პოლიტიკას გრძელვადიანად გავყვებით, რომ ამის მიხედვით ჩემი ბიზნესის თუ პერსონალური ცხოვრების გრძელვადიანად დაგეგმვა შევძლო - ამას უნდა დაესვას წერტილი, რადგან ვფიქრობ, ამის მოგვარება ბევრ რამეს უშველის“, - განაცხადა გიგა ფაიქიძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები