გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ იმ ქვეყნების TOP-10 შეადგინა, რომლებმაც 2018 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს. 2019 წლის მსოფლიო საინვესტიციო ანგარიშიდან ირკვევა, რომ FDI-ის მოცულობა გასულ წელთან შედარებით აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში 4%-ით გაიზარდა და 2018 წელს 280 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია.
პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. გასულ წელს ამერიკის პირდაპირმა უცხოურიმა ინვესტიციებმა 252 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.
ჩინეთის FDI 2018 წელს მართალია ისტორიულ მაქსიმუმზე იყო, მაგრამ რეიტინგში ის მაინც მეორე ადგილზეა. გასულ წელს ჩინეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 139 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია.
116 მილიარდი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით მესამე ადგილს ჰონგ კონგი იკავებს. სინგაპურმა, რომელიც რეიტინგში მეოთხე ადგილზეა, 2018 წელს 78 მილიარდი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიზიდვა შეძლო. ეს ქვეყანა ინვესტორებს მოქნილი საგადასახადო სისტემით იზიდავს, ქვეყანაში სულ 5 სახის გადასახადი მოქმედებს.
ხუთეულს 70 მილიარდი ამერიკული დოლარით ნიდერლანდები ხურავს. ნიდერლანდების ეკონომიკამ მსოფლიოში რეპუტაციის მოპოვება სწორედ იქ არსებული ტრანსნაციონალური კომპანიების დახმარებით შეძლო.
იმ ქვეყნების ათეული, რომლებმაც 2018 წელს ყველაზე მეტი FDI-ის მიღება შეძლეს ასეთია:
აშშ - $252 მლრდ
ჩინეთი - $139 მლრდ
ჰონგ კონგი - $ 116 მლრდ
სუნგაპური - $78 მლრდ
ნიდერლანდები - $70 მლრდ
დიდი ბრიტანეთი - $64 მლრდ
ბრაზილია - $61 მლრდ
ავსტრალია - $60 მლრდ
ესპანეთი - $44 მლრდ
ინდოეთი - $42 მლრდ

























