გასულ კვირას, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ.
კენჭისყრაზე რეზოლუციას 128 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ცხრა წინააღმდეგ წავიდა, 35-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, მექსიკა, თუმცა მას მხარი დაუჭირა ჩიენთმა, იაპონიამ, გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, ინდოეთმა, იტალიამ, ბრაზილიამ, რუსეთმა, ესპანეთმა, ინდონეზიამ, თურქეთმა და ნიდერლანდების სამეფომ.
რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს.
გაერომ რეზოლუცია მას შემდეგ მოამზადა, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და სახელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანის განკარგულება გასცა.

























