ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, 2017 წელს ამერიკის მოქალაქეებმა სამედიცინო მომსახურებაზე საშუალოდ 4 500$-დან 8300$-მდე დახარჯეს. ხოლო, OECD-ის მონაცემებით, ამერიკის მთავრობამ ჯანდაცვის მიმართულებით ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 10 209 ამერიკული დოლარი დახარჯა.
აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. ამ სფეროში ქვეყანაში 10 მილიონ ადამიანამდეა დასაქმებული.
ამერიკის შეერთებულ შტატებს შვეიცარია მოსდევს. 2017 წელს შვეიცარიის მცხოვრებლებმა სამედიცინო მომსახურებაზე დაახლოებით 8 009 ამერიკული დოლარი დახარჯეს. ქვეყანაში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 83 წელია.
რეიტინგში ლუქსემბურგიც მოხვდა. ლუქსემბურგის მოსახლეობის საშუალო ჯანდაცვის ხარჯებმა 6 475 ამერიკული დოლარი შეადგინა.
იმ ქვეყნების სრული ჩამონათვალი კი რომელთა მთავრობებმაც ჯანდაცვაზე ყველაზე მეტი თანხები დახარჯეს ასე გამოიყურება:
აშშ - $10 209
შვეიცარია - $8 009
ლუქსემბურგი- $6 475
ნორვეგია- $6 351
გერმანია - $6 351
შვეიცარია- $5 511
ირლანდია- $5 449
ავსტრია- $5 440
ნიდერლანდები- $5 386
დანია- $5 183

























