მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნები, რომლებიც ტერორისტული თავდასხმების გამო, მილიონობით ტურისტს კარგავს

578df9a591e33
ნინო კვინტრაძე
19.07.16 13:54
2414
"მილიონობით ტურისტმა საკუთარი ოცნება მოინახულოს პარიზის ეიფელის კოშკი, სტამბოლის აია სოფია, ტუნისის სანაპიროები და ეგვიპტური პირამიდები, დაივიწყა“, - გამოცემა CNNMoney იმ ქვეყნებს ასახელებს, რომლებიც ტერორისტული თავდასხმების გამო, მილიონობით ტურისტს კარგავს.

პირველი მათგანი თურქეთია. გამოცემა წერს, რომ თურქეთი მსოფლიოში ნომერ მეექვსე ყველაზე მონახულებადი ადგილია, რომელმაც გასულ წელს 40 მილიონი ტურისტი მიიღო.

"ბოლო პოლიტიკური არეულობა თურქეთში ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას კატასტროფულ დარტყმას მიაყენებს“, - ციტირებს გამოცემა Euromonitor International-ის ანალიტიკოსის სიტყვებს. გამოცემის ინფორმაციითვე,  ბოლო ორ თვეში ქვეყნის მიმართულებით ტურების რეალიზება 69%-ით შემცირდა.

მეორე ქვეყანა, რომელიც ტერორისტული თავდასხმების გამო, ყველაზე მეტ ტურისტს დაკარგავს საფრანგეთია. გამოცემა წერს, რომ ქვეყანა ყოველწლიურად 80 მილიონამდე ტურისტს იღებს და UBS-ის მონაცემებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მიხედვით, ის ევროპის ყველა სახელმწიფოს უსწრებს. თუმცა, ბოლო 5 თვეში, საფრანგეთში ტურისტების რაოდენობა 11%-ით შემცირდა. ბოლო ერთ კვირაში კი ნიცაზე ჯავშნების უმეტესობა გაუქმდა. ტურისტების მიერ დახარჯული თანხა საფრანგეთში წლის დასაწყისიდან 18%-ით არის შემცირებული.

მესაამე ქვეყანა, რომლის ტურიზმსაც საფრთხე ემუქრება ეგვიპტეა. გამოცემა წერს, რომ 2010 წელს ეგვიპტეში ტურისტების რაოდენობამ 14 მილიონი შეადგინა, გასულ წელს კი აღნიშნული ციფრი 9 მილიონამდე შემცირდა. Euromonitor მიმდინარე წელს ეგვიპტეში ტურისტების რაოდენობის 20 პროცენტით შემცირებას ვარაუდობს.

20%-ით შემცირდა მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობა ტუნისშიც, რაც მიმდინარე წელს 2 ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდება, - ორივე მათგანზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მიმდინარე წელს, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 25%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები