მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, რომლის მოქალაქეებიც ნოემბერში საქართველოში არ შემოუშვეს

5c14325c1ebc5
თელარა გელანტია
15.12.18 15:05
1365
მიმდინარე წლის ნოემბერში ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლაზე უცხო ქვეყნის 1,151 მოქალაქეს უთხრეს უარი.

შსს-ს ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა, ლიდერი ირანის ისლამური რესპუბლიკაა.

ნოემბერში საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება 434 ირანელს არ მისცეს;

უარების მიხედვით, მეორე ადგილზეა ინდოეთი, რომლის 370 მოქალაქე არ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში; სამეულშია თურქეთი 46 მოქალაქისთვის უარით.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის 44 მოქალაქესაც უთხრეს; ხუთეულს ხურავს უზბეკეთი 43 უარით.

იმ ქვეყნებს შორის, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში არ შემოუშვეს, არის აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი, ჩინეთი, ეგვიპტე, ერაყი, ავღანეთი და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები