მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლაზე უარს ყველაზე ხშირად ეუბნებიან

5bf25740b8c2d
BM.GE
19.11.18 10:24
773
ოქტომბერში საქართველოში შემოსვლაზე უარი 700-ზე მეტ პირს უთხრეს. აქედან უმრავლესობა კი ირანიდან იყო. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ერთ თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი 429 ირანელს უთხრეს. მეორე ადგილზეა ინდოეთი 260 უარით, ხოლო სამეულს კი რუსეთი ხურავს, რომლის 64 მოქალაქესაც საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

ამასთან, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს უზბეკეთის 40 და თურქეთის 38 მოქალაქეს.

რაც შეეხება საქართველოდან გაძევებას, ოქტომბერში საქართველოდან 14 პირი გააძევეს, მათგან 5 შრი-ლანკის მოქალაქე იყო, 3-3 თურქეთისა და აზერბაიჯანის, ხოლო თითო-თითო კი რუსეთის, მოროკოსა და სომხეთის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები