პოპულარულმა პორტალმა Woman’s Day ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შეადგინა. ბევრ ქვეყანაში ქალები თავიანთი უფლებების დასაცავად აქტიურად იბრძვიან, თუმცა, არის ისეთი ქვეყნებიც, სადაც გენდერული თანასწორობა მაქსიმალურად დაცულია და ქალბატონები თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. კვლევის ავტორებმა რეიტინგის შესადგენად 80 ქვეყნის წარმომადგენელი 9000 ქალი გამოკითხეს.
Woman’s Day-ის აღნიშნული რეიტინგი სწორედ გენდერულ თანასწორობაზე, თანაბარი ხელფასების ოდენობაზე, უსაფრთხოებასა და პროგრესზე დაყრდნობით არის შედგენილი. ექსპერტებმა სიაში ის ქვეყნები შეიყვანეს, სადაც განათლება, პოლიტიკა, ჯანმრთელობა, ეკონომიკა თუ ცხოვრების ყველა სხვა სფერო ორივე სქესის წარმომადგენლებზე ერთნაირად არის მორგებული. კვლევიდან ჩანს, რომ სკანდინავიურ ქვეყნებში ქალის უფლებებს მეტ პატივს სცემენ და საცხოვრებლადაც ბევრად უკეთესი პირობებია შექმნილი. რაც შეეხებათ იმ ქვეყნებს, სადაც ქალბატონების საცხოვრებლად ყველაზე ცუდი პირობებია ბოლივია, ტუნისი და ერაყი ლიდერობენ.
წარმოგიდგენთ Woman’s Day-ის ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების რეიტინგის ტოპ-ათეულს:
1.შვედეთი
2.დანია
3.ნორვეგია
4.ნიდერლანდები
5.კანადა
6.ფინეთი
7.შვეიცარია
8.ავსტრალია
9.ავსტრია
10.ახალი ზელანდია

























