მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნები, სადაც საბაჟო გადასახადი ყველაზე მაღალია

5a9e987765e2b
BM.GE
06.03.18 20:30
1534
პრეზიდენტმა ტრამპმა ფოლადის და ალუმინის იმპორტზე გადასახადების და საბაჟო მოსაკრებელბის ზრდაზე განაცხადა. გამყიდველის ვალდებულებების შემოღება ამერიკული წარმოებისა და სამუშაო ადგილების დაცვას ისახავს მიზნად. ტრამპის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს, როგორიც არის ჩინეთი, ევროკავშირი და მეზობელი კანადა. სრულად გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გამოცხადდება, რაც ფოლადის იმპორტზე 25%-ის, ალუმინზე კი 10%-ის გადასახადის მოსაკრებლის დაწესებას ითვალისწინებს. თუ გადავხედავთ ტარიფების მსოფლიო პრაქტიკას, დავინახავთ, რომ რაც უფრო განვითარებული ქვეყანა ეკონომიკურად, მით უფრო დაბალია სავაჭრო ტარიფები და პირიქით - ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ძალზედ მაღალი იმპორტის ტარიფებია.

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ახლახან ანგარიში Global Competitiveness Report გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკის მდგომარეობას აანალიზებს. სხვა ფაქტორების გარდა, ექსპერტებმა ასევე სხვადასხვა ქვეყანაში იმპორტის ტარიფების დონე განიხილეს და ერთგვარი რეიტინგიც შეადგინეს. 

ტოპ-ათეული მსოფლიოს ქვეყნებისა, სადაც ყველაზე მაღალი საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლებია შემდეგია:

1. ირანი - 28%
2. ბჰუტანი - 22.7%
3. შრი-ლანკა - 17,6%
4. ნეპალი - 16,8%
5. პაკისტანი - 16,6%
6. ზიმბაბვე - 14,6%
7. კამერინუ - 14,6%
8. ჩადი - 14,3%
9. გამბია - 14,3%
10. ბარბადოსი - 14,2%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები